ავტორიზაცია

მე-16 გუნდიც გაირკვა — ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია

მე-16 გუნდიც გაირკვა — ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია
თარიღი 10 დეკ 2021, 00:41

დღეს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ფლეი ოფის ყველა მონაწილე გაირკვა.

ასე და ამგვარად, თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი შემდეგმა გუნდებმა დაიკავეს: "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "აიაქსი", "რეალი", "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლილი" და "იუვენტუსი".

1/8 ფინალში მეორე ადგილით შემდეგი გუნდები გავიდნენ: "პსჟ", "ატლეტიკო", "სპორტინგი", "ინტერი", "ბენფიკა", "ვილიარეალი", "ზალცბურგი" და "ჩელსი".

კენჭსყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში ორშაბათს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

წესები იგივეა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ერთი ჯგუფიდან გასული და ასევე ერთი ქვეყნის გუნდები, ასევე ჯგუფის პირველადგილოსნები აუცილებლად შეხვდებიან სხვა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს.