ავტორიზაცია

აღსაღნიშნი ამბავი - დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენს უკაპიტნა

აღსაღნიშნი ამბავი - დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენს უკაპიტნა
თარიღი 10 დეკ 2021, 02:29

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში კოპენჰაგენმა საკუთარ მოედანზე სლოვანი 2-0 დაამარცხა და სლოვაკეთის ჩემპიონი ჯგუფში ჩატოვა.

აღნიშნულ მატჩში ქართველი გულშემატკივრისთვის ერთადერთი გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა: ევროპაში საკმაოდ ცნობილ და სახელიან კოპენჰაგენს სლოვაკთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ უკაპიტნა.

არადა, 28 წლის ცენტრალური მცველი დედაქალაქურ გუნდს მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და როგორც ჩანს, ხოჭოლავამ მთავარი მწვრთნელის, იეს თორუპის თვალში კარგი სახელი ჩაიწერა.

კოპენჰაგენმა დავით ხოჭოლავას სანაცვლოდ დონეცკის შახტარს 4 მილიონი ევრო გადაუხადა.