ავტორიზაცია

"ძალიან ამაყი ვარ" - ანორთოსისი კონფერენს ლიგის ჯგუფში ჩარჩა

"ძალიან ამაყი ვარ" - ანორთოსისი კონფერენს ლიგის ჯგუფში ჩარჩა
თარიღი 10 Dec 2021, 01:20

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში პარტიზანისა და ანორთოსისის მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. კვიპროსული კლუბი ჯგუფში ჩარჩა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ამაყია, თუ რას მიაღწია ამ გუნდმა ბოლო პერიოდში.

"ჩვენ ბოლო წუთამდე გვქონდა შესაძლებლობა, შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ვაამაყეთ მეგობრები, მთელი კვიპროსი. სერბეთის ძლიერ ჩემპიონთან ვითამაშეთ, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. ცოტა იღბალი და მეორე გოლსაც გავიტანდით. ამას პლუს, მოედანი ორივე გუნდისთვის მძიმე იყო. მთავრდება ევროპული დღეები, დიდი გამოცდილებით," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ანორთოსისმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე გავიდა. არადა, კვიპროსულმა გუნდმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულა ესტონურ ფლორასთან. ქეცბაიას კლუბს ერთიც რომ მოეგო, ჯგუფიდან გავიდოდა.