1 თვის შემდეგ გამოჩნდა - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში გენტმა ესტონურ ფლორას 1-0 მოუგო და პირველ პოზიციაზე დაასრულა ეტაპი.
აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც სათამაშო წუთები 7 ნოემბრის შემდეგ პირველად მიეცა. მან ბოლოს ბელგიის ჩემპიონატში სერენთან(0-0) ითამაშა, თუმცა ეს არ ყოფილა დაზიანებით გამოწვეული, მას როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში მწვრთნელი არ აძლევდა თამაშის საშუალებას.
22 წლის ნახევარმცველი 71-ე წუთზე შეცვალეს, რა პერიოდშიც მან 7.0 შეფასება დაიმსახურა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 15-ჯერ გამოჩნდა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.