ავტორიზაცია

ბარსელონას ექს-ფეხბურთელი კუმანთან ერთად მუშაობაზე: "მატყუებდა, უაზრო რაღაცებს მეუბნებოდა"

ბარსელონას ექს-ფეხბურთელი კუმანთან ერთად მუშაობაზე: "მატყუებდა, უაზრო რაღაცებს მეუბნებოდა"
თარიღი 10 Dec 2021, 10:56

"ლიდსის" მცველმა, ჟუნიორ ფირპომ "ბარსელონას" ექს-მწვრთნელის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა გაიხსენა.

"კუმანს ვთხოვე სიტუაცია აეხსნა, მაგრამ იმ მომენტში, როცა მწვრთნელი შენს მოტყუებას იწყებს, ხვდები, რომ ყოველთვის მოგატყუებს...".

"რატომ უნდა სთხოვო რაღაცის ახსნა, თუ იცი, რომ ისევ მოგატყუებს? კუმანი მატყუებდა, უაზრო რაღაცებს მეუბნებოდა. ამბობდა, რომ სუსტად ვვარჯიშობ, გუნდზე ცუდი გავლენა მაქვს... რაღაც მსგავსი", - ციტირებს ფირპოს სიტყვებს Cadena Ser.

25 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2019 წლიდან 2021 წლამდე ასპარეზობდა, რის შემდეგაც "ლიდსში" წავიდა, რომელმაც მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა.

კატალონიური გრანდის მაისურით ფირპომ საერთო ჯამში ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.