ავტორიზაცია

დი მარია: "ნორმალურია, რომ მესისგან ბევრს ელიან, მაგრამ ყოველთვის 5:0-ს მასთან ერთადაც ვერ მოიგებ"

დი მარია: "ნორმალურია, რომ მესისგან ბევრს ელიან, მაგრამ ყოველთვის 5:0-ს მასთან ერთადაც ვერ მოიგებ"
თარიღი 10 Dec 2021, 11:06

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ თავდამსხმელ ლიონელ მესის ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, "ბრიუგესთან" გამართულ მატჩში ვაჩვენეთ, რომ კარგად ვუმკლავდებით. ლეოსგან ბევრს ელიან, ეს ნორმალურია. მაგრამ ყოველთვის 5:0-ს მასთან ერთადაც ვერ მოიგებ".

"ყველაფერი ეტაპობრივად ხდება და მიზანი ყველაფრის თანდათან დალაგებაში მდგომარეობს. უკვე სალხში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და ბედნიერი ჩანს".

"გუნდსა და პარიზს უკვე შეეგუა. აქ გადმოსვლა მისთვის დიდი ცვლილება იყო, ახლა კი ახალ სათამაშო სტილს ეჩვევა, რომელიც "ბარსელონასგან" განსხვავდება", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "ბარსადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.