ავტორიზაცია

ფელიქსი რეალთან მატჩის შესახებ: "დერბი, რომელიც მადრიდის საუკეთესო გუნდს გამოავლენს"

ფელიქსი რეალთან მატჩის შესახებ: "დერბი, რომელიც მადრიდის საუკეთესო გუნდს გამოავლენს"
თარიღი 10 დეკ 2021, 11:29

"ატლეტიკოს" შემტევმა ნახევარმცველმა, ჟოაო ფელიქსმა ლა ლიგის მე-17 ტურში "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"განსაკუთრებული მატჩია, ვფიქრობ, სეზონის უმაღლესი წერტილი. ერთი ქალაქის ორი გუნდი, ძალიან მოტივირებული გულშემატკივარი, როგორც ჩვენ".

"ატლეტიკოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, დერბი, რომელიც ქალაქის საუკეთესო გუნდს გამოავლენს და ეს ბევრს ნიშნავს".

"მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. თუ ამას გავაკეთებთ, პირველ ადგილზე გადავალთ და გულშემატკივრებს ძალიან გავახარებთ".

"ლა ლიგაში შეიძლება "ბარსელონა" და "რეალი" დაამარცხო, მაგრამ შედარებით დაბალი დონის გუნდთან წააგო. ჩემპიონები ვართ, ყოველთვის გამარჯვება გვწყურია".

"ატლეტიკო" ყველა სეზონში ჩემპიონობის ფავორიტია, მაგრამ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ, ეს არის წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა", - ციტირებს ფელიქსის სიტყვებს AS-ი.