ავტორიზაცია

დეპაიც დაიმტვრა — ბარსელონას განკარგულებაში ერთადერთი ჯანმრთელი თავდამსხმელიღა დარჩა

დეპაიც დაიმტვრა — ბარსელონას განკარგულებაში ერთადერთი ჯანმრთელი თავდამსხმელიღა დარჩა
თარიღი 10 Dec 2021, 12:13

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "ბაიერნთან" (0:3) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

ჰოლანდიელმა, რომელმაც მიუნხენურ გრანდთან გამართულ შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა.

როგორც კატალონიელთა პრესსამსახური იტყობინება, მემფისის დაბრუნების ვადები აღდგენითი პროცესების ტემპებზე იქნება დამოკიდებული.

აგრეთვე, "ბარსამ" დაადასტურა, რომ სერხი რობერტომ ბარძაყის წინა კუნთზე ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. ესპანელი ნახევარმცველი 4 თვეს იუქმებს, წერს ჟურნალისტი, სამუელ მარსდენი.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" განკარგულებაში ერთადერთი ჯანმრთელი თავდამსხმელი დარჩა. ეს ლუკ დე იონგია. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მარტინ ბრეიტუეიტი ტრავმირებული ჰყავთ, სერხიო აგუერო კი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ თამაშობს.