"მე "მოკეტე და ითამაშეს" ეპოქაში გავიზარდე", - ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ სამწვრთნელო საქმიანობაზე და თაობებს შორის არსებულ სხვაობაზე ისაუბრა.
– ბელგიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტი ხართ. "მონაკო" და "მონრეალი" გაგიწვრთნიათ. ტოპ-მწვრთნელობა გსურთ?
"ცხადია. სიამოვნებით მივაღწევდი ამას, მაგრამ მზად უნდა ვიყო. ზოგჯერ საჭიროა სწორი ინსტრუმენტები, სწორი გუნდი, რომელსაც ესმის, ვინ ხარ. აგრეთვე, არის ევოლუცია".
"ვფიქრობდი, რომ ჩვენს განათლებაზე ჩემი ცოდნა ქვაში გამოკვეთილი იყო. "მოკეტე და ითამაშეს" ეპოქაში გავიზარდე. იქ, სადაც მწვრთნელის გამოწვევა არ შეიძლება. გავიზარდე იმაზე ფიქრით, რომ თუ არ თამაშობ, ესე იგი მ**ნერი ხარ".
"ახლა ჩვენ ახალი თაობა უნდა გავიცნოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მათთვის ხანდახან დაგვიანება ნორმალურია. დიახ, მე გარკვეული განათლება მივიღე, მაგრამ ახლა ფეხბურთელები ხელახლა მზრდიან".
"მაგრამ რაც შეეხება მუსიკას, იმას, თუ რას ვიცვამ და სხვა ყველაფერს, არაფერი შეცვლილა, რადგან ამაში შემიძლია ბიჭებს გავუგო", - დასძინა ანრიმ.