ავტორიზაცია

"არც კი ვიცი, კონფერენც ლიგა რა ტურნირია", - ბრენდან როჯერსი ევროპა ლიგიდან გავარდნის შემდეგ

"არც კი ვიცი, კონფერენც ლიგა რა ტურნირია", - ბრენდან როჯერსი ევროპა ლიგიდან გავარდნის შემდეგ
თარიღი 10 დეკ 2021, 14:44

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ევროპა ლიგიდან გავარდნასა და კონფერენც ლიგის პლეი-ოფში გადასვლაზე ისაუბრა.

ინგლისურმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ლიდერობა „სპარტაკს“ და „ნაპოლის“ დაუთმო.

„არის თ არა კონფერენც ლიგის მოგება ჩვენთვის პრიორიტეტული? სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი ეს რა ტურნირია. მე ევროპა ლიგაზე ვიყავი კონცენტრირებული, ჯგუფის მოგებაზე, ან მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებაზე მაინც.

კონფერენც ლიგისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ზუსტად არც ვიცი, ეს რა არის. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე საკმარისად გავიგებ.“ - ციტირებს როჯერსის სიტყვებს BT Sport.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „ლესტერი“ მე-11 ადგილს იკავებს.