ავტორიზაცია

ანრი: "მესი ბარსელონადან წასვლას დღემდე განიცდის, იგივე დღეში მეც ვიყავი"

ანრი: "მესი ბარსელონადან წასვლას დღემდე განიცდის, იგივე დღეში მეც ვიყავი"
თარიღი 10 Dec 2021, 14:53

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ტიერი ანრიმ, „პსჟ-ს“ შემტევზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

რას ფიქრობთ პსჟ-ს მიმდინარე სეზონზე? მესის ტრანსფერი - გრანდიოზულია, მაგრამ ეს მისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე სეზონის ყველაზე სუსტი სტარტია.

ცოტა უცნაურია. შეხედეთ, „პსჟ“ დიდი უპირატესობით ლიდერობს ლიგა 1-ში. ჩემპიონთა ლიგაზეც არც ისე ცუდად აქვთ საქმე. ხალხს უნდა, რომ „პსჟ“ უკეთ თამაშობდეს. მათი თამაში ყოველთვის ლაღი და გახსნილი არ არის. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ისინი მატჩებს მაინც იგებენ. ხომ ხვდები, სანამ იგებ - მართალიც ხარ.

მესი ლიგა 1-ში არის უბრალოდ... არ მეგონა, რომ მსგავსი რამ ოდესმე მოხდებოდე. არ ვფიქრობდი, რომ მისი „ბარსადან“ წასვლა რეალური იყო, მარგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, როცა ხალხს შედეგს აძლევ, შემდეგ კი წყვეტ ამის კეთებას და ისინი კითხულობენ: „რა გჭირს? მე ხომ შედეგს ვარ მიჩვეული.“

მსგავსი რამ ხშირად არ ხდება და ეს ნორმალური არ არის. ხალხი ვერ ხვდება, რომ ფეხბურთელები ნაკრებში ხშირად დადიან და ყოველ სამ დღეში თამაშობენ, ამიტომ ცოტას ვარჯიშობენ. ყოველთვის არ არის ადვილი ახალი ტაქტიკის, იდეების გამოყენება და ფეხბურთელების შეთამაშება.

როცა „პსჟ-ში“ თამაშობ, ყოველთვის გაფასებენ იმის მიხედვით, თუ რას არ აკეთებ, ან რა არ გაგიკეთებია, რა არ მოგიგია. ეს ტოპ-გუნდის ცხოვრებაა და ადვილი არ არის.

როცა მიდიხარ ადგილიდან, სადაც ბავშვობიდან იყავი და თანაც, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ შეიძლებოდა წასულიყავი - ეს ბევრ ემოციას გართმევს. უნდა გაიაზრო და მიხვდე, სად ხარ, ახალ ლიგას და ახალ გუნდს მიეჩვიო. თქვენც ნახეთ, როგორ ტიროდა ის, როცა მიდიოდა და ეს არ ყოფილა დადგმული ცრემლები, ის ნამდვილად ტიროდა.

დრო არის საჭირო, რათა მიეჩვიო და გაერკვე, თუნდაც შენ მესი იყო. უნდა ხვდებოდე, რომ ეს ბიჭიც ადამიანია. „ბარსელონადან“ წასვლა ჯერ კიდევ ახლახანს მოხდა და ის ამას დღემდე განიცდის. მაგრამ მჯერა, რომ ის ამას დაძლევს, დარწმუნებული ვარ მასში.

იგივე დღეში მეც ვიყავი, როცა „არსენალიდან“ წავედი და „ბარსელონას“ მივაშურე. დრო დამჭირდა, რათა გარემოცვას მივჩვეოდი. მეგონა, რომ „არსენალს“ არასდროს არ დავტოვებდი, მაგრამ „ბარსელონაში“ გადავედი. ვიყავი თუ არა უდიდეს კლუბში, დიდ ქალაქში? დიახ, მაგრამ დრო მაინც დამჭირდა ამის გადასახარშად.“ - აღნიშნა ანრიმ.