რანგნიკი: "პოგბა პირადად ვერ გავიცანი, მხოლოდ ტელეფონით ვისაუბრეთ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავისი გუნდის ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ტელეფონით ვისაუბრეთ ორი ან სამი დღის წინ", - თქვა რალფ რანგნიკმა პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ პოგბა ამჟამად ტრავმირებულია და მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.
ის ჯერ კიდევ დუბაიშია, სავარაუდოდ დღეს დაბრუნდება და კვირას პირადად შევხვდებით. დაახლოებით 10-15 წუთი ვისაუბრეთ ტელეფონზე და მითხრა, რომ გამოჯანმრთელდა.
ცხადია, ის ჯერ კიდევ არ არის სრულ ფორმაში და როგორც გავიგე, კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება, სანამ ვარჯიშისთვის მზად იქნება. მის ფორმაში შესვლას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება", - განაცხადა რანგნიკმა.