ავტორიზაცია

3 ფეხბურთელი, რომლის სარფიანად გაყიდვას ბარსელონა გეგმავს

3 ფეხბურთელი, რომლის სარფიანად გაყიდვას ბარსელონა გეგმავს
თარიღი 10 Dec 2021, 20:47

"ბარსელონა" შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელს დაშორდეს მას შემდეგ, გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მიღმა დარჩა. სხვათაშორის პირველად, 2001 წლის შემდეგ.

ამ სეზონის ბიუჯეტის დაგეგმვისას, "ბარსას" ლიდერები გეგმავდნენ ტურნირის პლეი-ოფში გასვლას და ითვლიდნენ იმ ფულს, რომელიც კლუბს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობა მოუტანდა.

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგაზე გადავიდნენ. მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, "ბარსა" ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას გეგმავს.

ჟურნალისტ ხერარდ რომეროს თქმით, კატალონიური კლუბი შესაძლოა დაშორდეს სამ ფეხბურთელს, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე მაღალი ფასი ადევს - ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სერჟინიო დესტი, სწორედ 3-ეული.