ავტორიზაცია

რანგნიკის მოსვლის შემდეგ, მანჩესტერის სატრანსფერო სიაში 3 ნახევარმცველი ფიგურირებს

რანგნიკის მოსვლის შემდეგ, მანჩესტერის სატრანსფერო სიაში 3 ნახევარმცველი ფიგურირებს
თარიღი 10 Dec 2021, 21:15

ახალი ამბავი აღარ არის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს გუნდის ნახევარდაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება სურს.

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან ინტერვიუს დროს გერმანელმა აღნიშნა, რომ ნახევარდაცვა გუნდის მთავარი და თვალსაჩინო სუსტი წერტილია.

სანამ კლუბში სამუშაოს შესთავაზებდნენ, მან "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს წარუდგინა პოტენციური ახალწვეულების სია. შემდეგ რანგნიკმა მიიწვია "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები, რათა დაკვირვება მოხდეს შემდეგ მოთამაშეებზე:

"ლაიფციგის" ნახევარმცველი, ამადუ აიდარი, დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი და "ლიდს იუნაიტედის" ნახევარმცველი, კალვინ ფილიპსი.

რალფი ამტკიცებდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ნახევარდაცვაში ინვესტიცია იყო საჭირო. რანგნიკის ახსნა-განმარტებამ შთაბეჭდილება მოახდინა" მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტულ დირექტორ ჯონ მურტაუზე, დარენ ფლეტჩერსა და ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდზე.