ავტორიზაცია

"ეს უცნაურია", - გრიზმანმა ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა შეაფასა

"ეს უცნაურია", - გრიზმანმა ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა შეაფასა
თარიღი 10 დეკ 2021, 23:24

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, რომელიც გუნდში „ბარსელონადან“ იჯარით თამაშობს, კატალონიური გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა.

„ეს ძალიან მიუჩვეველია, „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგაზე სულ კარგად გამოიყურებოდა და პლეი-ოფში მრავალი წლის მანძილზე ზედიზედ გადიოდა.

თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. ლეო მესი წავიდა, ის კი გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. შემდეგ კუმანი წავიდა, მწვრთნელი შეიცვალა.

მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ვენდოთ იმათ, ვინც ახლა გუნდში მუშაობს.“ - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Mundo Deportivo.

კატალონიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად 20 წლის შემდეგ ვერ გავიდა, უკანასკნელად ეს 2000/01-სეზონში მოხდა, როცა გუნდი მაშინ ჯერ კიდევ უეფას თასის სახელით ცნობილ ტურნირზე გადავიდა და იქ ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა.

2000/01-სეზონში „ბარსა“ „მილანთან“, „ლიდსთან“ და „ბეშიქთაშთან“ ჩარჩა ჯგუფში.