ავტორიზაცია

ევროპული კლუბების 180-ეულის მიღმა - რომელ ადგილებზე არიან ქართული გუნდები უეფას რეიტინგში?

ევროპული კლუბების 180-ეულის მიღმა - რომელ ადგილებზე არიან ქართული გუნდები უეფას რეიტინგში?
თარიღი 11 დეკ 2021, 11:44

უეფამ საკლუბო რეიტინგის განახლებული ვერსია შემოგვთავაზა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მონაცემებზე დაყრდნობით, ვადგენთ, რომ ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიციაზე კვლავ თბილისის "დინამო" არის.

როგორც მოგეხსენებათ, რეიტინგი როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე, ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგებით დგება. ქართული ფეხბურთის ფლანგმანი 6.500 ქულით 183-ე ადგილს იკავებს.

აღნიშნულ რეიტინგში ეროვნული ლიგის ახალი ჩემპიონი, ბათუმის "დინამო" 3.250 ქულით 317-ე პოზიციაზეა, ხოლო მასზე წინ ქუთაისის "ტორპედოა" - 3.750 (300).

აქვე დავამატებთ, რომ ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ აჭარული გუნდი იასპერზებს. "ლურჯ-თეთრები", გორის "დილა" და "საბურთალო" კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ.