რანგნიკი: "პოგბას თუ წასვლა უნდა, მას ვერ დავაკავებ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავისი გუნდის ცენტრალურ ნახევარმცველ, პოლ პოგბას მომავალთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა.
"მოთამაშეებს უნდა სურდეთ ამ კლუბში დარჩენა და თამაში. თუ ფეხბურთელს არ სურს ისეთ დიდ კლუბში თამაში, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ მე ვერ ვხედავ მის გადარწმუნების არსს.
ეს არის ნამდვილი ტოპ კლუბი წარმოუდგენელი მხარდაჭერითა და რესურსით. არ მგონია, რომ რომელიმე კლუბის შტაბმა უნდა შეეცადოს დაარწმუნოს ფეხბურთელი დარჩენაში.
მეორეს მხრივ, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. რამდენიმე დღის წინ პოგბას ტელეფონით 15 წუთის განმავლობაში ვესაუბრე. დაე, დაბრუნდეს, ფორმაში ჩადგეს, გუნდთან ერთად ივარჯიშოს და მერე ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება.
რა პროგრესს მიაღწევს გუნდი ამ მომენტისთვის. პოგბა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედისთვის და მე ეს კარგად ვიცი, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას გუნდის ყველა სხვა მოთამაშეზე.
მე მხოლოდ პოლ პოგბას არ ვავარჯიშებ. ყველა სხვა ფეხბურთელთანაც ვმუშაობ. ჩემი მიზანია გავაუმჯობესო ისინი, განვავითარო თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმამდე.
ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი გუნდის თამაშის დონე გაუმჯობესდება", - თქვა რანგნიკმა. შეგახსენებთ, პოგბას სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", ტურინის "იუვენტუსსა" და "პსჟ"-ს.