ავტორიზაცია

რუდიგერი ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს — ჩელსიდან აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია

რუდიგერი ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს — ჩელსიდან აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია
თარიღი 11 დეკ 2021, 15:47

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ახლო მომავალში შესაძლოა ლონდონური კლუბის რიგები დატოვოს.

გერმანელს ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე კლუბთან კონსტრუქციული დიალოგი არ აქვს. როგორც აღინიშნება, "არისტოკრატებმა" ფეხბურთელს ყოველკვირეული ხელფასის სახით 140 ათასი ფუნტი შესთავაზეს, თუმცა თავად დაახლოებით 200 ათასის გამომუშავება უნდა.

ხოლო "ჩელსიდან" წასვლის შემთხვევაში, როგორც Daily Mail-ი იტყობინება, რუდიგერის მიზანი კვირაში 400 ათასის მიღება იქნება.

ევროპული კლუბები 28 წლის უკანახაზელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებენ, რადგან ზაფხულში ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება და მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.