ავტორიზაცია

ჩელსი ვერც რუდიგერს უთანხმდება, ვერც კრისტენსენს — კლუბში მათი პოტენციური შემცვლელი შეარჩიეს

ჩელსი ვერც რუდიგერს უთანხმდება, ვერც კრისტენსენს — კლუბში მათი პოტენციური შემცვლელი შეარჩიეს
თარიღი 11 დეკ 2021, 16:08

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, "ჩელსი" "ლესტერის" მცველ უესლი ფოფანასადმი იჩენს ინტერესს.

ლონდონური კლუბი 20 წლის ფრანგში ანტონიო რუდიგერისა და ანდრეას კრისტენსენის შემცვლელს ხედავს, რომლებსაც ახალ კონტრაქტებზე ვერ უთანხმდება.

"არისტოკრატები" ფოფანას გადაბირებას იანვარშივე არ ეცდებიან, მაგრამ ზაფხულში განიხილავენ მისი დამატების ვარიანტს. აგვისტოში "მელიების" უკანახაზელმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ექვსი თვის გამოტოვება უწევს.

როგორც აღინიშნება, "ჩელსიში" სურთ დააკვირდნენ, თუ რა ფორმაში იქნება ახალგაზრდა უკანახაზელი ამხელა პაუზის შემდეგ, რადგან მისი ტრანსფერი ძალიან დიდ ინვესტიციებს მოითხოვს.

ცნობისთვის, ფოფანა "ლესტერის" ღირსებას 2020 წლის ოქტომბრიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.