ავტორიზაცია

VIDEO: რამ გააგიჟა? იასპერ სილესენმა საკუთარი ნახევრიდან ელჩესთან ასისტი გააკეთა

თარიღი 11 Dec 2021, 23:41

ესპანური ლა ლიგის მე-17 ტურში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ელჩე 2-1 დაამარცხა.

23-ე წუთზე "ღამურებმა" ანგარიში გონსალო გედეშის გოლით გახსნეს, საგოლე პასი ნიდერლანდელმა მეკარემ იასპერ სილესენმა საკუთარი ნახევრიდან გააკეთა.

იასპერ სილესენი ამჟამად ვალენსიას ნომერ პირველი მეკარეა, მისი კონკურენტი კი 21 წლის ქართველი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც გუნდს 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან შეუერთდა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 2021/22 წლის სეზონის საწყის 6 ტურშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა შემდეგ საქმეში იასპერ სილესენი დაბრუნდა.