ავტორიზაცია

VIDEO: მცველი არც შეიმჩნია - ლობჟანიძის გამარჯვებისმომტანი ასისტი თურქეთში

თარიღი 10 Dec 2021, 23:29

თურქეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ალთაისა და ჰატაისპორის დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.

ჰატაისპორტის შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იყო ქართველი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე, რომელიც საქმეში 68-ე წუთზე ჩაერთო და 75-ე წუთზე გამარჯვებისმომტანი საგოლე პასიც გააკეთა. საბა ლობჟანიძემ 85-ე წუთზე პენალტიც მოიპოვა, თუმცა თანაგუნდელმა ვერ გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ჰატაისპორის მაისურით საბა ლობჟანიძემ 16-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. 26 წლის ვინგერი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.

16 ტურის შემდეგ ჰატაისპორს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა.