"რა მოხდა? არაფერი" - ზუკა დავითაშვილმა ცსკა-სთან მატჩში ტრავმა მიიღო
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში და წლის ბოლო მატჩში მოსკოვის ცსკა ტულის არსენალს დაუპირისპირდა და 2-0 მოუგო.
42-ე წუთზე სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა დაზიანება მიიღო. ფეხბურთელს კოჭი გადაუბრუნდა და მეორე ტაიმის სტარტზევე ცვლილება მოუხდა.
"რა მოხდა? არაფერი არ ვიცი ჯერ, კოჭი გადამიბრუნდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთის თამაში ზაფხულში და კარგ ამინდში უკეთესია," - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ.
2021 წელი ტულის არსენალმა 19 ქულით მე-12 პოზიციაზე დაასრულა. დავითაშვილი გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.