ავტორიზაცია

არტურის აგენტი: "იანვარში არაფერს გამოვრიცხავთ — ესპანეთი, იტალია ან ინგლისი"

არტურის აგენტი: "იანვარში არაფერს გამოვრიცხავთ — ესპანეთი, იტალია ან ინგლისი"
თარიღი 12 დეკ 2021, 11:44

"იუვენტუსის" ნახევარმცველის, არტურ მელოს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"არტური "იუვეში" მაურისიო სარიმ მიიწვია და ასე ვთქვათ, არტურის თვისებები, მათ შორის ფიზიკური, მასიმილიანო ალეგრის ფეხბურთის შესაფერისი არ არის".

"ტურინში არტურით კმაყოფილები არიან, მაგრამ ის, რომ ასეთი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ზის, შეცდომაა".

"ამავდროულად, წინ მსოფლიო ჩემპიონატია. ტიტემ არტურს უთხრა, შემადგენლობაში ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ითამაშებს".

"იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არაფერს გამოვრიცხავთ - არც ესპანურ კლუბებს, ამავე დროს არც იტალიურსა და ინგლისურს", - თქვა აგენტმა Tuttosport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2020 წლის სექტემბრიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.