მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია — რა ბედი ეწევა პოგბას?
"მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებით კვლავ დაინტერესებულია.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფრანგს "ეშმაკუნებმა" წინადადებით ჯერ კიდევ ივლისში მიმართეს და ეს შეთავაზება კვლავ ძალაშია.
მიუხედავად ამისა, 28 წლის სუპერვარსკვლავის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ზაფხულში მას "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება.
აქამდე, "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა პოგბას მომავალზე საუბრისას თქვა: "თუ ფეხბურთელს არ სურს ისეთ დიდ კლუბში თამაში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ მე ვერ ვხედავ მის გადარწმუნების არსს".
შეგახსენებთ, პოგბა მანიკუნიანელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა, ამჟამად კი ტრავმირებულია.