ავტორიზაცია

პედრი: "სამი წლის ვიყავი, როცა მესიმ Golden Boy მოიგო, მის გვერდით თამაშით ოცნება ამიხდა"

პედრი: "სამი წლის ვიყავი, როცა მესიმ Golden Boy მოიგო, მის გვერდით თამაშით ოცნება ამიხდა"
თარიღი 12 დეკ 2021, 13:37

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, რომელიც სეზონის დაწყების წინ "პსჟ"-ში გადავიდა.

"მის გვერდით თამაში ოცნების ახდენა იყო. სამი წლის ვიყავი, როცა Golden Boy მოიგო", - აცხადებს ახალგაზრდა ესპანელი Tuttosport-თან ინტერვიუში.

"ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ლეგენდა იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისგან რჩევების მიღება. რომელი ახალგაზრდა ფეხბურთელი იტყვის ასეთი მონსტრის რჩევაზე უარს?".

"მომილოცა და მითხრა, არასდროს დანებდეო. თუ ვინმე მისნაირი ამას 17 წლის ასაკში გეუბნება, რაღა დაგრჩენია, იხსენებ, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მესისთვის PlayStation-ს თამაშობდი? მხოლოდ ერთი - მოუსმინო. ასეც მოხდა", - დასძინა პედრიმ.

შეგახსენებთ, მესიმ Golden Boy-ის ჯილდო 2005 წელს მოიგო, მიმდინარე წელს კი ამ პრიზს სწორედ პედრი დაეუფლა.