ავტორიზაცია

VIDEO: 10-წლიანი პაუზის შემდეგ - გაგრა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა!

თარიღი 12 დეკ 2021, 14:52

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩში გაგრამ საკუთარ მოედანზე ქობულეთის შუქურა 1-0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი ბილეთის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ეროვნული ლიგა 2-ის უკვე დამთავრებული სეზონის საუკეთესო მეგოლემ თამაზ მაქაცარიამ გაიტანა.

პირველი შეხვედრა ქობულეთში უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო ამ ანგარიშით გამარჯვებული გაგრა გამოვიდა.

ბოლოს გაგრა უმაღლეს ლიგაში 2009/10 წლების სეზონში თამაშობდა და მე-10 ადგილით პირდაპირ გავარდა.