ავტორიზაცია

პრინციპული შეთანხმება მიღწეულია — პსჟ-ში დი მარიას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა

პრინციპული შეთანხმება მიღწეულია — პსჟ-ში დი მარიას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა
თარიღი 12 Dec 2021, 15:10

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

33 წლის არგენტინელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება. იგი პარიზული კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

მოგეხსენებათ, ანხელის "პარი სენ ჟერმენმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

მიმდინარე სეზონში დი მარიამ ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.