ავტორიზაცია

"იუნაიტედი, სიტი და პსჟ ინტერესდებიან ჩემით?", - პედრი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"იუნაიტედი, სიტი და პსჟ ინტერესდებიან ჩემით?", - პედრი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 12 დეკ 2021, 15:21

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, პედრი მისდამი ევროპული ტოპ-კლუბების მხრიდან გამოჩენილ ინტერესს გამოეხმაურა.

"მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" ინტერესდებიან ჩემით? "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ, ამ გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა", - ციტირებს 19 წლის ესპანელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"ბარსაში" მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე მსურს თამაში, 2026 წლამდე, შემდეგ კი ვნახოთ. რაზე შეიძლება საუბარი, მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ გავახანგრძლივე კონტრაქტი?", - დასძინა პედრიმ.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Transfermarkt-ის ვერსიით, პედრის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 80 მილიონ ევროს შეადგენს.