ავტორიზაცია

ბარსელონას აქაც გაუჭირდება! ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

ბარსელონას აქაც გაუჭირდება! ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია
თარიღი 13 დეკ 2021, 16:22

ცნობილი გახდა ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, 1/16 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

"სევილია" - ზაგრების "დინამო"

"ატალანტა" - "ოლიმპიაკოსი"

"ლაიფციგი" - "სოსიედადი"

"ბარსელონა" - "ნაპოლი"

"ზენიტი" - "ბეტისი"

"დორტმუნდი" - "რეინჯერსი"

"შერიფი" - "ბრაგა"

"პორტუ" - "ლაციო"

მარცხნივ მოცემული გუნდები პირველ მატჩებს შინაურ კედლებში ჩაატარებენ. პირველი საფლეიოფო შეხვედრები 2022 წლის 17 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი 24 თებერვალს.

წილისწყრაში 16 გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მეორეადგილოსანმა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მესამეადგილოსანმა.

საფლეიოფო მატჩების გამარჯვებულები 1/8 ფინალში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნებს შეხვდებიან.

ფლეი ოფში დამარცხებული გუნდები 2021/22 წლების სეზონში ევროთასებზე ასპარეზობას დაასრულებენ.

მესი VS რონალდუ! ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია