ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება
მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
როგორც აღინიშნება, უეფას წარმომადგენლებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რის გამოც წილისყრა ხელახლა ჩატარდება.
ასე და ამგვარად, ისე მოხდა, რომ ერთმანეთთან "ვილიარეალს" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაწყვილდნენ, რაც დაუშვებელია, რადგან გუნდები ერთ ჯგუფში თამაშობდნენ. შესაბამისად, კიდევ ერთი ბურთის ამოღება გახდა საჭირო, რის შემდეგაც ესპანურ კლუბს "მანჩესტერ სიტი" ხვდა წილად.
გარდა ამისა, "ატლეტიკოს" მეტოქის გარკვევისას, კალათაში "ემიუს" ბურთის დამატება დაავიწყდათ, მაგრამ დაამატეს "ლივერპულის" ბურთი, რომელიც მადრიდელთა ჯგუფში ასპარეზობდა. საბოლოო ჯამში, "როხიბლანკოს" "ბაიერნი" ერგო.
აქამდე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„ბენფიკა" - „რეალი"
„ვილიარეალი" - „მანჩესტერ სიტი"
„ატლეტიკო" - „ბაიერნი"
„ზალცბურგი" - „ლივერპული"
„ინტერი" - „აიაქსი"
„სპორტინგი" - „იუვენტუსი"
„პსჟ" - „მანჩესტერ იუნაიტედი"
„ჩელსი" - „ლილი"
უეფას პრესსამსახურის ცნობით, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ხელმეორედ თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.