ავტორიზაცია

შავი სია შედგენილია — იუვენტუსი მზად არის ზამთარში გუნდიდან 4 ფეხბურთელი გაუშვას

შავი სია შედგენილია — იუვენტუსი მზად არის ზამთარში გუნდიდან 4 ფეხბურთელი გაუშვას
თარიღი 13 დეკ 2021, 18:50

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსის" რიგები შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს, იტყობინება ნიკოლო სკირა.

ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი წერს, საუბარია რამდენიმე ფეხბურთელზე, კონკრეტულად კი როდრიგო ბენტანკურზე, არტურ მელოზე, ადრიენ რაბიოსა და აარონ რემსიზე.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" მზად არის ზემოთნახსენები ოთხივე მოთამაშის გაშვების ვარიანტი განიხილოს.

მიუხედავად ამისა, ტურინელები ამ სიიდან მხოლოდ ორის გაყიდვას აპირებს, დანარჩენ ორს კი სავარაუდოდ იჯარით გაუშვებს.

შეგახსენებთ, "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 17 ტურის შემდეგ მოპოვებული 28 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" 12 ქულით ჩამორჩება.