ავტორიზაცია

მესი რეალის წინააღმდეგ, პირველად ბარსელონას მაისურის გარეშე - როგორია ლეოს სტატისტიკა მადრიდელებთან?

მესი რეალის წინააღმდეგ, პირველად ბარსელონას მაისურის გარეშე - როგორია ლეოს სტატისტიკა მადრიდელებთან?
თარიღი 13 დეკ 2021, 21:17

დღეს, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "რეალს" შეხვდა.

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი პირველად ითამაშებს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, რომელიც მან ზაფხულში დატოვა.

სულ არგენტინელმა მადრიდის "რეალთან" 45 მატჩი ჩაატარა - ყველაზე მეტი კარიერაში, რომელშიც 19 მოგება, 15 მარცხი და 11 ფრე აქვს. ლეომ "ბლანკოსთან" 26 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა გააკეთა და 14 ყვითელი ბარათი მიითვალა.

პირველი მატჩები 2022 წლის 15-16 და 22-23 თებერვალს არის დაგეგმილი, საპასუხო თამაშები კი 8-9 და 15-16 მარტს. აქვე დავამატებთ, "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობს "რეალის" ლეგენდარული ყოფილი კაპიტანი, სერხიო რამოსი.