ავტორიზაცია

როგორია რეალისა და პსჟ-ს ურთიერთშეხვედრების ისტორია?

როგორია რეალისა და პსჟ-ს ურთიერთშეხვედრების ისტორია?
თარიღი 13 დეკ 2021, 21:10

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის ხელახალი წილისყრის შედეგების მიხედვით, მადრიდის "რეალი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

ტურნირზე გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 6-ჯერ ითამაშეს - ჯგუფში 4-ჯერ და 2018 წელს 2-ჯერ მერვედფინალში, როდესაც საერთო ჯამში "თეთრები" უფრო შორს წავიდნენ (3:1, 2:1).

მადრიდის "რეალს" 3 მოგება აქვს, "პარი სენ-ჟერმენს" - 1, კიდევ 2 თამაში ფრედ დასრულდა. მადრიდელებმა 8 გოლი გაიტანეს, პარიზელებმა 7. ასეთია ამ გუნდების სტატისტიკა.

მადრიდის "რეალი" ლა ლიგაში მეორეადგილოსანს 8 ქულით უსწრებს, "პსჟ" - ლიგა 1-ში 13 ქულით. პირველი მატჩები 2022 წლის 15-16 და 22-23 თებერვალს არის დაგეგმილი, საპასუხო თამაშები კი 8-9 და 15-16 მარტს.

შეგახსენებთ, რომ პირველი კენჭისყრა, რომელიც ადრე გაიმართა, გაუქმდა პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემებით გამოწვეული შეცდომების გამო. შემდეგ კი ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.