ავტორიზაცია

ფოტო: მერანის მიერ დატოვებული შეტყობინება ტორპედოს გასახდელში - დასაფასებელი და სამაგალითო საქციელი

ფოტო: მერანის მიერ დატოვებული შეტყობინება ტორპედოს გასახდელში - დასაფასებელი და სამაგალითო საქციელი
თარიღი 13 დეკ 2021, 21:33

საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის უკანასკნელი შეხვედრა დრამატული გამოვიდა - ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა (3-0).

მატჩამდე, იმერელთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან აღნიშნული გუნდების პირველი დაპირისპირება "მერანის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მიუხედავად იმის, რომ მარტვილელებმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაწინაურება ვერ შეძლეს, მატჩის შემდეგ ღირსეული ჟესტით გამოირჩნენ და გამარჯვებულს წარმატება უსურვეს.

საქართველოს უმაღლეს ლიგაში კი მომდევნო სეზონში ითამაშებენ შემდეგი გუნდები - დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, დილა, საბურთალო, ლოკომოტივი, თელავი, სამგურალი, ტორპედო, სიონი, გაგრა.