VIDEO: საოცარი ქამბექი! ქუთაისის ტორპედო ეროვნულ ლიგაში დარცა
ეროვნული ლიგის 2021 წლის პლეი-აუტის საპასუხო, გადამწყვეტ მატჩში ქუთაისის ტორპედომ მარტვილის მერანი 3-0 დაამარცხა და უმაღლესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.
პირველი შეხვედრა მარტვილის მერანმა 2-0 მოიგო, შესაბამისად, ქუთაისელებს მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით სჭირდებოდათ მოგება.
ანგარიში მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე მათე ცინცაძემ პენალტიდან გახსნა, რომელიც თორნიკე ახვლედიანმა მოიპოვა, 87-ე წუთზე კი ალეკ მუდიმუმ ორმატჩიან დაპირისპირებაში წონასწორობა აღადგინა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 102-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძის პასით თორნიკე ახვლედიანმა დააფიქსირა და ტორპედოს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.