ავტორიზაცია

მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა: "სამაგალითო კლუბია!"

მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა: "სამაგალითო კლუბია!"
თარიღი 13 დეკ 2021, 22:50

"ლივერპულმა" "სან სიროზე" "მილანი" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 გამარჯვება მოიპოვა. "მილანის" ლეგენდა, პაოლო მალდინი აღფრთოვანებული დარჩა "წითლების" თამაშით.

"ლივერპული არ არის მხოლოდ მაღალი დონე, ეს ასევე მენტალიტეტია. ეს ნიშნავს, რომ გუნდს შეუძლია კვირაში სამი მატჩის გამართვა, გადატვირთული სტადიონის ზეწოლის გაძლებით.

ამას გამოცდილება და ჩვევა სჭირდება. ვიღაც სწრაფად ადაპტირდება, ვიღაც უფრო ნელა, ვიღაც ვერასოდეს აჩვენებს ასეთ დონეს - ასე უნდა შეაფასონ მოთამაშეები. ვიცით, რომ მილანი ჯერ არ არის ამ დონეზე.

ამის მიუხედავად, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რთული ჯგუფი გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ ლივერპული და მან სიტი მნიშვნელოვნად აღემატებიან სხვა კლუბებს, მათსა და სხვა კლუბებს შორის დიდი უფსკრულია", - განაცხადა მალდინიმ.