რამოსი: "თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პსჟ-ს მიმდინარე კვირის ბოლოს დავუბრუნდები"
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა იმის შესახებ ისაუბრა, როდის შეძლებს გუნდის განკარგულებაში დაბრუნებას.
"თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ამ კვირის ბოლოს დავბრუნდები. ვარჯიშს ვაგრძელებ და ჩემი მიზანი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
ამ დროისთვის, 35 წლის უკანახაზელი ინდივიდიალური პროგრამით ვარჯიშობს.
კვირას, 12 დეკემბერს, რამოსმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "მონაკოსთან" (2:0) გამართული დაპირისპირება გამოტოვა.
2021/22 წლების სეზონში სერხიოს პარიზელთა მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.