"ვისურვებდი, რომ მეტოქედ გვყოლოდა არა რეალი, არამედ სხვა გუნდი", - რამოსი
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა კენჭისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-ს მოწინააღმდეგე მერვედფინალში მადრიდის "რეალი" იქნება.
"ვისურვებდი, რომ მოწინააღმდეგედ სხვა გუნდი გვყოლოდა. ძალიან მიჯაჭვული ვარ მადრიდის რეალთან, გულშემატკივრებთან, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, - განაცხადა სერხიო რამოსმა.
ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რაც გაგვაჩნია. მე პსჟ-ში ვარ და ჩემს გუნდს დავიცავ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდეს. სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნება კი განსაკუთრებული იქნება."
შეგახსენებთ, რომ რამოსმა "რეალი" დატოვა გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა "პსჟ"-ში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო.