ავტორიზაცია

ანრი პსჟ-ს ხელმძღვანელობას აკრიტიკებს: "მბაპეს მომავალი ორი წლის წინ უნდა გადამწყდარიყო"

ანრი პსჟ-ს ხელმძღვანელობას აკრიტიკებს: "მბაპეს მომავალი ორი წლის წინ უნდა გადამწყდარიყო"
თარიღი 14 Dec 2021, 12:39

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ "პსჟ" თავდამსხმელ კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო გააკრიტიკა.

"კლუბს ყველაფერი ორი წლის წინ უნდა მოეგვარებინა. უნდა დამსხდარიყვნენ და მბაპესთვის ეთქვათ: "ეს შენი გუნდი იქნება, შენს გარშემო ვაპირებთ მის აშენებას". მაგრამ ახლა მისი ბედი მის ხელშია, შეუძლია წავიდეს იქ, სადაც უნდა", - ციტირებს ანრის სიტყვებს Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ფორვარდის ხელში ჩაგდებას 2021 წლის ზაფხულში ცდილობდა.

ცნობისთვის, პარიზელებთან კილიანს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასიც მიითვალა.

"მე "მოკეტე და ითამაშეს" ეპოქაში გავიზარდე", - ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა