ავტორიზაცია

ერლინგ ჰოლანდი? არა, ცდებით — ბაიერნმა თვალი დორტმუნდის სხვა ფეხბურთელს დაადგა

ერლინგ ჰოლანდი? არა, ცდებით — ბაიერნმა თვალი დორტმუნდის სხვა ფეხბურთელს დაადგა
თარიღი 14 დეკ 2021, 12:48

"ბაიერნი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის მიმართ იჩენს ინტერესს, იტყობინება Bild-ი.

როგორც აღინიშნება, მიუნხენური გრანდი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია და მისი ხელში ჩაგდება სურს.

მიუხედავად ამისა, გავლენიანი გერმანული გამოცემის თანახმად, ბორუსიელები 18 წლის ნახევარმცველის სხვა გუნდში გაშვებას არ აპირებენ და მისი შენარჩუნება სურთ.

ბელინგემს "დორტმუნდთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ჯუდმა ყველა ტურნირზე ერთად ბორუსიელთა მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.