ავტორიზაცია

რამოსი: "ყველამ იცის, როგორ მიყვარს რეალი, მაგრამ პსჟ-სთვის სიკვდილამდე ვიბრძოლებ"

რამოსი: "ყველამ იცის, როგორ მიყვარს რეალი, მაგრამ პსჟ-სთვის სიკვდილამდე ვიბრძოლებ"
თარიღი 14 Dec 2021, 13:38

"პარი სენ ჟერმენის" მცველი, სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფლეი ოფის პირველ სტადიაზე პარიზული კლუბი 35 წლის ესპანელი უკანახაზელის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება - მადრიდის "რეალს".

"სხვა გუნდთან შეხვედრა მერჩივნა, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება სიხარულის მიზეზია. კოვიდის გამო "რეალს" ვერ დავემშვიდობე".

"ბედი არაპროგნოზირებადია. ვისურვებდი, რომ "პსჟ"-ს სხვა გუნდი შეხვედროდა. იცით, როგორ მიყვარს "რეალი".

"ახლა "პსჟ"-ს მცველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლაში დავეხმარო. ამ გუნდმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა. "პსჟ"-სთვის სიკვდილამდე ვიბრძოლებ", - ციტირებს რამოსის სიტყვებს MARCA.

შეგახსენებთ, "პსჟ"-სა და "რეალის" პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 15 თებერვალს, პარიზში გაიმართება, საპასუხო კი 9 მარტს, მადრიდში.

რამოსი: "თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პსჟ-ს მიმდინარე კვირის ბოლოს დავუბრუნდები"