ტერ შტეგენს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
"ბაიერნი" "ბარსელონას" გოლკიპერის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატების ვარიანტს განიხილავს, იტყობინება El Nacional-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზებას მომავალ ზაფხულს გააკეთებს. ტერ შტეგენს "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა 2025 წლამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად "ბაიერნის" პირველი ნომერი მანუელ ნოიერია, რომელსაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
არ არის გამორიცხული, "ბარსელონა" მიუნხენური გრანდის წინადადებას დათანხმდეს, რადგან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია.
მიმდინარე სეზონში 29 წლის კარის დარაჯმა კატალონიური გრანდის მაისურით 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.