ტერ შტეგენი ნიუკასლში? - გერმანელი მეკარის პოზიცია ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახელი ევროპულმა პრესამ ფინანსურად მოძლიერებულ "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუკავშირა.
Diario Sport-ის თანახმად, გერმანელმა გოლკიპერმა "კაჭკაჭებს" პასუხი უკვე გასცა. უფრო კონკრეტულად კი კატალონიელთა კარის დარაჯმა "ჯორდების" წინადადება არც კი განიხილა.
"ბლაუგრანას" პირველი ნომრის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2025 წლამდე, კლუბისთვის კი თავისი მეკარის შენარჩუნება პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 29-წლის გოლკიპერი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" კიდევ დიდი ხნით დარჩება. "შავ-თეთრებს" კი როგორც ჩანს სხვა კარის დარაჯის მოძებნა მოუწევთ.