ავტორიზაცია

დანი ალვეში: "ბარსელონა მეტია, ვიდრე კლუბი. ხავის მისია ჩემი მისიაა"

დანი ალვეში: "ბარსელონა მეტია, ვიდრე კლუბი. ხავის მისია ჩემი მისიაა"
თარიღი 18 ნოე 2021, 12:36

"ბარსელონას" მცველმა, დანი ალვეშმა კატალონიურ გრანდში დაბრუნების შემდეგ გულშემატკივრებს თავისი ემოციები გაუზიარა.

"ეს ოცნებაა! არ აქვს მნიშვნელობა როგორ, მაგრამ "ბარსაში" აღმოჩენა მინდოდა. უფასოდაც კი, თუ საჭიროა", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო

"ჩემი მიზანია გუნდს სიხარული და ენთუზიაზმი მივცე. ხავის მისია ჩემი მისიაა. უნდა გავერთიანდეთ, რათა კლუბი კვლავ გარდაიქმნას. "ბარსა" მეტია, ვიდრე კლუბი", - დასძინა ალვეშმა.

შეგახსენებთ, კატალონიურმა გრანდმა დანის დაბრუნება რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომელმაც სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა გუნდში თამაშს იანვრიდან შეძლებს.

38 წლის სამხრეთამერიკელი "ბარსელონას" ღირსებას 2008 წლიდან 2016 წლამდე იცავდა. "ბლაუგრანასთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ), ლა ლიგა (5-ჯერ), ესპანეთის თასი და სუპერთასი (4-4-ჯერ) მოიგო.