ავტორიზაცია

"ამაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა ეზრუნათ", - ტიერი ანრიმ მბაპეს სიტუაციაზე ისაუბრა

"ამაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა ეზრუნათ", - ტიერი ანრიმ მბაპეს სიტუაციაზე ისაუბრა
თარიღი 14 Dec 2021, 17:41

„არსენალის“ ექს-ფორვარდმა, ტიერი ანრიმ, „პსჟ-ს“ და კილიან მბაპეს კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

ფრანგ შემტევს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება და სავარაუდოდ, ის პარიზს უფასოდ დატოვებს, კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტად კი მადრიდის „რეალი“ სახელდება.

„ეს საკითხი ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გადაჭრილიყო. ვფიქრობ, ორი წლის წინ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ და ეთქვათ მბაპესთვის: „ეს იქნება შენი გუნდი, მას შენს გარშემო ავაშენებთ.“

ახლა კი, მისი ბედი მის ხელშია და მას ნებისმიერ გუნდთან შეუძლია კონტრაქტის გაფორმება, რომელთანაც მოისურვებს.“ - ციტირებს ანრის სიტყვებს Amazon.

მბაპეს ნებისმიერ გუნდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება 1 იანვრიდან შეეძლება, თანაც ისე, რომ „პსჟ“ საქმის კურსში სულაც არ ჩააყენოს.