ავტორიზაცია

"ნამდვილი ლიდერია! ჩვენი კაპიტანი უნდა იყოს" - კოპენჰაგენის ფანები დავით ხოჭოლავაზე

"ნამდვილი ლიდერია! ჩვენი კაპიტანი უნდა იყოს" - კოპენჰაგენის ფანები დავით ხოჭოლავაზე
თარიღი 14 დეკ 2021, 20:35

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში კოპენჰაგენს სლოვანთან(2-0) მოგებულ მატჩში ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ უკაპიტნა.

28 წლის ცენტრალური მცველი დანიურ კლუბს მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და ამ მოკლე დროში ისტორიული გუნდის კაპიტნობაც მოახერხა. როგორც ჩანს, ადგილობრივი ფანები ფეხბურთელით კმაყოფილები არიან.

dentrojanskehestcv: "მაგარი ტრანსფერი. ის ნამდვილად ჩვენი კლუბის კაცია"

_mbuttner: "დავითი კარგი მეომარია, ის წყვილში ბოილესენთან ძლიერ ცენტრს ქმნის"

hofman23: "დავით ხოჭოლავას ჩვენს ხელმძღვანელობაზე და სამწვრთნელო შტაბზე მეტად აქვს ლიდერობის დნმ"

allan_ballieu: "კარგი ლიდერია. ვისურვებდი, ზეკას დაბრუნებამდე სწორედ ხოჭოლავამ გვიკაპიტნოს"

christianeiken: "მართლა მაგარი ტრანსფერია. ხოჭოლავაშია გაერთიანებული ვნება, გამარჯვების მენტალიტეტი, ლიდერული ქარიზმა. დიდი მცველია!"

დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენის მაისურით 26-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.