დინამოს მეორე ტრანსფერი - 22 წლის გარემარბი თბილისურ გუნდში ითამაშებს
გორის დილას 22 წლის ნახევარმცველი ოსმანე კამარა 2022 წლიდან დინამო თბილისში ითამაშებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია და გუინეელ გარემარბთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება.
უსმანე კამარა გორის დილაში ნორვეგიული ვალერენგადან იჯარის წესით თამაშობდა, 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
დინამო თბილისისთვის კამარა მე-2 ტრანსფერი იქნება. გუნდმა აქამდე გაგრას 22 წლის მეკარე დავით კერესელიძე დაიმატა.
რაც შეეხება დილას, გორულმა კლუბმა ოსმანე კამარამდე ირაკლი ბიძინაშვილი ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის დინამოში გაუშვა.