ავტორიზაცია

VIDEO: კაკაბაძემ პოლონეთში კვლავ გაიტანა, თუმცა VAR-მა გააუქმა

თარიღი 13 Dec 2021, 11:26

პოლონური ექსტრაკლასას მე-18 ტურში კრაკოვიასა და გორნიკ ლეხნას დაპირისპირება სტუმრებმა 0-2 მოიგეს.

კრაკოველთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც 50-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა საქმეში VAR ჩაერთო და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, არა კაკაბაძეზე, არამედ სხვა ფეხბურთელზე.

ოთარ კაკაბაძე ბოლო 4 მატჩია კრაკოვიას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, ფეხბურთელი გოლებსაც იტანს და ბევრ მაგარ მომენტსაც ქმნის.