ავტორიზაცია

"სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო", - პირს მორგანმა ობამეიანგის დასჯის გამო არტეტა მკაცრად გააკრიტიკა

"სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო", - პირს მორგანმა ობამეიანგის დასჯის გამო არტეტა მკაცრად გააკრიტიკა
თარიღი 15 Dec 2021, 11:37

ტელეწამყვანმა და "არსენალის" გულშემატკივარმა, პირს მორგანმა ლონდონურ კლუბში დატრიალებულ სკანდალზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "მეთოფეთა" ხელმძღვანელობამ დისციპლინის დარღვევის გამო გუნდის თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.

"არტეტას სამარცხვინო გადაწყვეტილება. რა ამაზრზენი დამოკიდებულებაა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც კლუბის ნებართვით ავადმყოფი დედის დასახმარებლად გაემგზავრა".

"არარაობაა. არცერთი ნამდვილი მწვრთნელი არ დაამცირებს საჯაროდ თავისი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ამ გზით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი სამწვრთნელო კარიერა შთამბეჭდავი არ არის", - წერს მორგანი სოციალურ ქსელში.

ობამეიანგს ოთხშაბათს საფრანგეთში გამგზავრების უფლება იმ პირობით მიეცა, რომ იმავე ღამეს დაბრუნდებოდა და ხუთშაბათს ივარჯიშებდა.

თუმცა, პიერ-ემერიკმა ეს არ გააკეთა - ინგლისში დილაადარიან ჩავიდა. როგორც The Athletic-ის წყაროები აღნიშნავენ, ობამეიანგმა ვარჯიშზე მისვლა მოასწრო, მაგრამ კლუბში ჩათვალეს, რომ შეთანხმება მაინც დაარღვია.

სიტუაცია იმით გართულდა, რომ ობამეიანგი მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ PCR ტესტის უარყოფით პასუხს მიიღებდა, რაც არ გააკეთა. 32 წლის გაბონელის ჩათვალა, საფრანგეთში გაკეთებული ტესტი ვარჯიშის გასანახლებლად საკმარისი იქნებოდა.