ავტორიზაცია

ბარსელონას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ორი პრიორიტეტული სამიზნე ჰყავს

ბარსელონას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ორი პრიორიტეტული სამიზნე ჰყავს
თარიღი 15 დეკ 2021, 12:03

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას იანვრის სატრანსფერო ბაზარზე თავდასხმის ხაზის გაძლიერება უნდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, ედინსონ კავანია.

ტრანსფერის გაჩარხვის წინ, "ბარსა" ურუგვაელის ფიზიკურ მდგომარეობას შეაფასებს. თუ "ბლაუგრანაში" ჩათვლიან, რომ 34 წლის შემტევმა ტრავმების სერია დაძლია, მაშინ შეთავაზებას გააკეთებენ.

გარდა ამისა, კატალონიურ გრანდს გარემარბის დამატებაც სურს. ამ პოზიციაზე "ბარსელონას" პრიორიტეტი ფერან ტორესია, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კავანიმ "ემიუს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ფერანმა "სიტის" ღირსება 7 შეხვედრაში დაიცვა, 3 გოლი შეაგდო და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.